Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: რომამ ფიენგა დაითხოვა

რომამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუიდო ფიენგამ ჯალოროსის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და მას პიეტრო ბერარდი ჩაანაცვლებს.

ფიენგას გუნდიდან წასვლის მიზეზი ჯალოროსის ოფიციალურად არ განუმარტავს, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ისეთი დირექტორის ხილვა სურს, რომელიც მთელს დროს რომას მოახმარს, ფიენგას კი ფეხბურთის გარეთ რამდენიმე ბიზნესი აქვს, რაც მის საფეხბურთო საქმიანობას ხელს უშლის.

ფიენგა რომაში 2013 წლიდან მუშაობს, თუმცა გუნდის გენერალური დირექტორის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა.

მგლების ახალი გენერალური დირექტორი პიეტრო ბერარდი მუშაობას 2022 წლის იანვრიდან შეუდგება.