Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: რონალდუმ კორონა ვირუსი დაამარცხა

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ კორონა ვირუსისგან განიკურნა და გუნდს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„კრიშტიანუ რონალდუმ დღეს კორონა ვირუსზე კიდევ ერთი ტესტი ჩაიტარა და მისი პასუხი ვირუსზე უარყოფითია. მან იზოლაციაში 19 დღე გაატარა და გუნდს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.“

კრიშტიანუს ხვალ კიდევ ერთი ტესტის გავლა მოუწევს და არ არის გამორიცხული, რომ ის კვირას სპეციასთან მატჩში ბიანკონერის განაცხადში იყოს.