Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: რუგანი რენის ფეხბურთელია

იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ დანიელე რუგანი რენს შეუერთდა.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„იუვენტუსის და დანიელე რუგანის გზები გაიყო. მცველი, რომელიც იუვეში 2015/16 წლების სეზონიდან თამაშობდა, მიმდინარე სეზონს რენში იჯარის წესით გაატარებს.

„დანიელე რუგანის და იუვენტუსის გზა გამარჯვებით იყო სავსე. მან ტურინში ყოფნის პერიოდში 5 სკუდეტო, 3 იტალიის თასი და 2 სუპერ თასი მოიგო.

„საერთო ჯამში, რუგანიმ იუვეს მაისურით 101 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

„და როდესაც ასეთი კარგი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენ რუგანის დიდ მადლობას ვუხდით თავისი პროფესიონალიზმისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.“