Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სალერნიტანამ დავიდე ნიკოლა დაითხოვა

სალერნიტანამ გუნდიდან მთავარი მწვრთნელის დავიდე ნიკოლას წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

49 წლის სპეციალისტმა სალეროული გუნდი 2022 წლის თებერვალში ჩაიბარა და მას სერია ა-ში ადგილი შეუნარჩუნა, თუმცა მიმდინარე სეზონში მისი გუნდი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. კამპანიელებმა, რომლებიც სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებენ, ბოლოს გამარჯვება ოქტომბერში მოიპოვეს, მას შემდეგ კი ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვეს.

ატალანტასთან მატჩში გაშვებული 8 გოლის შემდეგ, სალერნიტანამ იტალიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა, მის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად აუსებიო დი ფრანჩესკო სახელდება, რომელიც ვერონადან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი.