Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სანდრო ტონალი მილანის ფეხბურთელია

მილანმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანდრო ტონალი გუნდის სრულფასოვანი ფეხბურთელია.

ტონალი მილანთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და იტალიელმა ფეხბურთელმა მილანის რიგებში სათამაშოდ ხელფასის 1.7 მილიონიდან 1.2 მილიონამდე შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.

სხვადასხვა წყაროს ინფორამციით, მილანი შარშან გადახდილ 10 მილიონს კიდევ 7 მილიონს დაუმატებს, შემდგომში კი ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება, ამის გარდა კი როსონერი ბრეშაში ჯაკომო ოლცერს გაუშვებს, თუმცა მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი იქნება მითითებული და მილანს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.