Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: სანდრო ტონალი მილანის ფეხბურთელია

ტონალის გრძელი და დამღლელი სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. სანდრო ტონალიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და უკვე ოფიციალურად, მილანის ფეხბურთელი გახდა.

ტონალი დიავოლოს რიგებს იჯარის წესით შეუერთდა, რაშიც გუნდი 10 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 15 მილიონად შეეძლება, რასაც სხვადასხვა ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება.

ტონალი მილანთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით 2.5 მილიონს მიიღებს, ბონუსებით კი ეს თანხა 3 მილიონამდე გაიზრდება. სანდრო მომავალ სეზონში 8-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.