ოფიციალურად: საშა ლუკიჩი ფულჰემის ფეხბურთელია
ტორინომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საშა ლუკიჩი კარიერას ფულჰემის რიგებში გააგრძელებს.
ტურინელები 26 წლის სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონ ევროს მიიღებენ.
ლუკიჩმა ტორინოს რიგებში 168 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.