Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: სერია ა-მ ნაპოლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მატჩი არ გადაიდება

სერია ა-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაპოლის მოთხოვნა, რომ დღევანდელი მატჩი იუვეს წინააღმდეგ გადაედოთ, არ დაკმაყოფილდა.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„ნაპოლის მოთხოვნ იუვენტუსთან მატჩის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უსაფრთხოების არსებული პროტოკოლი ყველა გუნდს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც გუნდი მატჩზე არ უნდა გამოცხადდეს.

„ნეაპოლის ჯანდაცვის წარმომადგენლები ნაპოლის იმ ფეხბურთელების იზოლაციას სთხოვენ, რომლებიც ზელინსკისთან ახლო კონტაქტში იყვნენ, გუნდის დანარჩენ წევრებს ტურინში გამგზავრება უპრობლემოთ შეუძლიათ.“

იუვენტუსი – ნაპოლის დაპირისპირება დღეს, 22:45 საათზე უნდა დაიწყოს. მსაჯი ვალდებულია, რომ გუნდებს შეხვედრის დაწყებიდან 45 წუთი დაელოდოს, რომელიმე გუნდის არ გამოცხადების შემთხვევაში კი მეორე მხარეს 3 – 0 მოგება ჩაეწერება.