Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სერია ა-ს მომდევნო სეზონის კალენდარი 14 ივლისს დადასტურდება

სერია ა-ს ასამბლეამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონის განრიგი 14 ივლისს გამოვლინდება, რომელიც ახალი წესის მიხედვით იქნება შედგენილი.

ღამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ სერია ა-ს მატჩები მომდევნო სეზონიდან კალჩოს ისტორიაში პირველად ასიმეტრიული იქნება, ანუ პირველ წრეში ნათამაშები შეხვედრები მეორე წრეს არ დაემთხვევა.

ამის გარდა, სერია ა-ს 20 გუნდის წარმომადგენლებმა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან გაბრიელე გრავინასთან ერთად, იტალიის სპორტის მინისტრს წერილით მიმართეს, რომელშიც მოდმევნო სეზონის სტარტიდან სტადიონებზე მაყურებლების დასწრების უფლებას ითხოვენ, მაგრამ ჯერჯერობით იტალიის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 2021/22 წლების სეზონი 22 აგვისტოს აიღებს სტარტს.