Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სერია ა-ს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდები ცნობილია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია ა-ს ზაფხულის და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის კალენდარი დაადგინა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ხუთშაბათს, 1 ივლისს გაიხსნება და სამშაბათს, 31 აგვისტოს დაიხურება, თუმცა გუნდებს 24 მაისიდან თავისუფალი აგენტების ტრანსფერის დარეგისტრირების საშუალება ექნებათ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას რაც შეეხება, ის ორშაბათს, 3 იანვარს გაიხსნება და ორშაბათს, 31 იანვარს დაიხურება.