Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სერია ა-ს სტადიონები 50 პროცენტით გაისნება

იტალიის მთავრობამ სერია ა-ს გუნდებს მომდევნო სეზონიდან სტადიონების 50 პროცენტით გახსნის უფლება მისცა, მაგრამ მატჩებზე დასწრებას მხოლოდ ის ადამიანები მოახერხებენ, რომლებსაც ან ვაქცინა აქვთ გაკეთებული, ან კორონა ვირუსზე უარყოფითი ტესტის საბუთს წარადგენენ, რომელიც მაქსიმუმ 48 საათის წინ იყო გაკეთებული.

იგივე საბუთის წარდგენა 6 აგვისტოდან იტალიაში არა მხოლოდ სტადიონებზე, არამედ ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე, კინოებში, თეატრში, მუზეომებში და რესტორნებში იქნება საჭირო.

სპორტის სამინისტრომ იტალიის მთავრობას სტადიონებზე ქომაგების 75 პროცენტის დასწრების ოფლება ითხოვა, მაგრამ ამ ეტაპისთვის გუნდებს 50 პროცენტით დაკმაყოფილება მოუწევთ.