Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სერია ა-ში მწვანე ფორმები აიკრძალა

მომდევნო სეზონის შემდეგ, სერია ა-ში მწვანე ფორმების გამოყენება არც ერთ გუნდს არ შეეძლება.

სერია ა-ს გუნდებმა ახალი ფორმები უკვე წარადგინეს, ამიტომ მათი ინტერესების დაცვის მიზნით ახალი რეგულაცია ძალაში 2023 წლის სტარტზე შევა.

ამ ცვლილებების მიზეზი მაისურსა და მოედანს შორის იდენტური ფერები გახდა, რის გამოც ფეხბურთელებს შორ მანძილზე ფორმების გარჩევის პრობლემა ჰქონდათ.

მაგალითისთვის გასულ სეზონში ატალანტას და ლაციოს საშობაო მაისურები სრულიად მწვანე გახლდათ.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ეს რეგულაცია სასუოლოს, რომელიც ტრადიციულად მწვანე მაისურით თამაშობს, რომელსაც შავი ზოლები ამშვენებს.

ლაციოს საშობაო ფორმა გასულ სეზონში: