Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: სტივენ ნ’ძონძიმ რომა დატოვა

რომას ნახევარმცველმა სტივენ ნ’ძონძიმ რომასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და ის კარიერას კატარის ალ-რაიანის რიგებში გააგრძელებს, სადაც ფრანგი ფეხბურთელის მწვრთნელი ლორან ბლანი იქნება.

32 წლის ფეხბურთელი რომას 2018 წელს, 26.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა  და სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით თამაშობდა.