Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ტატარუსანუ მილანის ფეხბურთელია

როსონერიმ ოფიციალურად კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა. ამჯერად გუნდმა ლიონიდან 34 წლის რუმინელი ფეხბურთელი, კიპრიან ტატარუსანუ გაიფორმა.

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მილანმა ლიონის ოლიმპიკიდან რუმინელი კარის დარაჯი, კიპრიან ტატარუსანუ გაიფორმა, რომელიც გუნდში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ის 1-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.