Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ტიაგო მოტა სპეციას მწვრთნელია

სპეციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნოსეზონიდან გუნდს ტიაგო მოტა ჩაიბარებს, რომელიც ფიორენტინაში წასულ ვინჩენცო იტალიანოს ჩაანაცვლებს.

ეს მოტასთვის მესამე სამწვრთნელო გამოცდილება იქნება. აქამდე იტალიელ სპეციალისტს პსჟ-ს ახალგაზრდულ სექტორში აქვს ნამუშევარი, შემდეგ კი 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჯენოას მწვრთნელი გახლდათ, სადაც მხოლოდ 10 მატჩი გაატარა.