Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ტიემუ ბაკაიოკო მილანის ფეხბურთელია

მილანმა 27 წლის ფრანგი ნახევარმცველის ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფეხბურთელი, რომელიც მილანის რიგებში იჯარის წესით 2018-19 წლებში თამაშობდა, როსონერის ამჯერად 2-წლიანი არენდით შეუერთდება, რომლის ამოწურვის შემდეგ მისი გამოსყიდვის საშუალება 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ ექნება.

კონტრაქტში მითითებული გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში კი ტიემუ ბაკაიოკოს გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.