ოფიციალურად: ტიმოთი კასტანე ლესტერის ფეხბურთელია
ლესტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტიმოთი კასტანემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მელიებთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა.
ბერგამოელები 24 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს მიიღებენ.