Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ტორომ ლინეტი დაიმატა

ტორინომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა სამპდორიადან კაროლ ლინეტი შეიძინა. ტურინელები ნახევარმცველის სანაცვლოდ 7.5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

25 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ტურინელებთან კონტრაქტს 2024 წლის ივნისამდე მოაწერა ხელი.

„ტორინო მოხარულია გაცნობო, რომ გუნდმა სამპდორიადან კაროლ ლინეტი შეიძინა. ნახევარმცველმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.“

ლინეტი სამპდორიაში 2016 წლიდან თამაშობს და 132 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.