Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ტუანზებე ნაპოლის ფეხბურთელია

ნაპოლიმ მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელის აქსელ ტუანზებეს ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა.

24 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, პარტენოპეის რიგებს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა.

იტალიელებს ფეხბურთელის არენდაში 600,000 ევროს გადახდა მოუწევთ, რასაც მცველის თამაშის მიხედვით ბონუსების სახით კიდევ 200,000 დაემატება, ხოლო თუ ნაპოლი სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებს, მათ კიდევ 400,000 ევროს დამატება მოუწევთ.

ნაპოლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვს და ის სეზონის ბოლოს წითელი ეშმაკების რიგებში დაბრუნდება.