Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: უდინეზემ ლუკა გოტი დაითხოვა

უდინეზემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო ტურიდან გუნდს ლუკა გოტი აღარ უხელმძღვანელებს და დროებითი მწვრთნელის როლს მისი ასისტენტი გაბრიელე კიოფი შეასრულებს.

უდინეზემ მიმდინარე სეზონში სერია ა-სა და კოპა იტალიაზე მხოლოდ 4 გამარჯვება მოიპოვა, 7 ფრე ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა.

ამ მომენტისთვის უდინეზე მე-14 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.