Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ფაბიო პარატიჩი ტოტენჰემის დირექტორია

ტოტენჰემმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ იუენტუსის ყოფილი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონური გუნდის დირექტორი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება.

პარატიჩიმ იუვენტუსში 11 წელი გაატარა, რა დროსაც გუნდის დომინაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და უამრავი ტიტულიც მოიგო.

პარატიჩის გარდა, ტოტენჰემი რომას ყოფილი თავკაცის პაულო ფონსეკას გუნდში მიყვანაზეც მუშაობს და სავარაუდოდ ახალ მწვრთნელს ლონდონელები უახლოეს დღეებში გააოფიციალურებენ.