Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ფარესი ლაციოს ფეხბურთელია

რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, მოჰამედ ფარესის ლაციოში ტრანსფერო უკვე ოფიციალურია.

ლაციო სპალის ფეხბურთელის გაფორმებას გასული სეზონის ბოლოდან ცდილობდა, თუმცა გარკვეული უთანხმოება მხარეებს შორის ტრანსფერს ხელს უშლიდა, თუმცა დღეს ლაციომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის მარცხენა გარემარბი არწივებს შეუერთდა.

ბიანკოჩელესტი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 10 მილიონ ევროს გადაიხდის.