Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ფოდე ბალო-ტურე მილანის ფეხბურთელია

მილანმა მონაკოდან ფრანგი მარცხენა მცველის ფოდე ბალო-ტურეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელი როსონერის რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს, მან 5-ნომრიანი მაისური აირჩია.

მილანს ტურეს სანაცვლოდ მონაკოსთვის 4.2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 500,000 ევრო დაემატება.