Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ფონსეკა რომას ტოვებს

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პაულო ფონსეკა გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამ თემაზე გუნდის პრეზიდენტმა დენ ფრიდკინმა თავად ისაუბრა.

„მინდა მთელი გუნდის სახელით პაულო ფონსეკას მადლობა გადავუხადო, თუმცა რომას განვითარებისთვის და გუნდის საკეთილდღეოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გზები ფონსეკასთან სეზონის ბოლოს გაიყოფა.

„ფონსეკამ კორონა ვირუსის და გუნდის მფლობელების ცვლილების შემდეგ შექმნილ გამოწვევებს თავი შესანიშნავად გამართა, რაც მის ღირსეულ ხასიათს უსვამს ხაზს.

„ჩვენ გვსურს, რომ მას მომავალში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოთ.“

გუნდის პრეზიდენტის შემდეგ, კომენტარი რომას სპორტულმა დირექტორმა ტიაგუ პინტუმაც გააკეთა.

„მინდა ფონსეკას იმ 2 სეზონის გამო, რომელიც მან რომას მწვრთნელის რანგში გაატარა, მადლობა გადავუხადო.

„მართალია მოედანზე ყოველთვის სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდით, მაგრამ ფონსეკამ გუნდს ბევრი პოზიტიური რამ შემატა, აღმოაჩინა არაერთი ტალანტი და ევროპაში საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

„რომამ სულ ახლახანს სამომავლო პროექტს ჩაუყარა საფუძველი და ფონსეკამ მასში დიდი წვლილი შეიტანა.“

ფონსეკას კომენტარი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და ხელშეკრულება გუნდთან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში ავტომატურად გახანგრძლივდებოდა, თუმცა სამპდორიასთან მარცხის შემდეგ ჯალოროსიმ ლიგაზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომას მომდევნო სეზონიდან მაურიციო სარი ჩაიბარებს.