Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ფრანკ რიბერი სალერნიტანას ფეხბურთელია

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი სერია ა-ში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და ის ამჯერად სალერნიტანას რიგებში იასპარეზებს.

38 წლის ფეხბურთელს ფიორენტინასთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ის უგუნდოდ იყო დარჩენილი, სერია ა-ში ახლად დაწინაურებულმა გუნდმა მისი უფასოდ დამატება მოახერხა.

რიბერი გუნდში 1 წელი დარჩება და სურვილის შემთხვევაში, მათ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლებათ. მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონი იქნება.