Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: შიკი ლევერკუზენის ფეხბურთელია

რომას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პატრიკ შიკი ლევერკუზენს 26.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც მომავალში ფეხბურთელის გაყიდვიდან მიღებული თანხის 10 პროცენტი დაემატება.

ჩეხმა შემტევმა გასული სეზონი იჯარის წესით ლეიფციგში გაატარა, თუმცა რედ ბულის გუნდმა მისი გამოსყიდვა არ ისურვა და საბოლოოდ შიკი ლევერკუზენში აღმოჩნდა.

„რომა ადასტურებს, რომ პატრიკ შიკმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ლევერკუზენის ბაიერს ოფიციალურად შეუერთდა.

„ჩეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ რომა 26.5 მილიონ ევროს მიიღებს და შეთანხმების მიხედვით ფეხბურთელის შემდგომში გაყიდვიდან ჯალოროსის 10 პროცენტი ჩაერიცხება.

„გვსურს, რომ შიკს მის ახალ თავგადასავალში წარმატებები ვუსურვოთ.“

რომამ შიკი 2017 წელს სამპდორიადან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა…

Leave a Reply

Your email address will not be published.