ოფიციალურად: შობოშლაი ლაიფციგის ფეხბურთელია
ლაიფციგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე, რომელიც როსონერიში ტრანსფერთან გასულ ზაფხულს ერთ ნაბიჯში იყო, ლაიფციგის ფეხბურთელი გახდა.
20 წლის უნგრელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. გერმანულმა გუნდმა მის სანაცვლოდ ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი თანხა, 25 მილიონი ევრო გადაიხადა.