Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: შომუროდოვი სპეციას ფეხბურთელია

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელდორ შომუროდოვი კარიერას სპეციაში გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელი სპეციას 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც რომა 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლების გარეშე.

რომამ შომუროდოვი 2021 წლის აგვისტოში ჯენოადან, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მის აქტივში რომას მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 6 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.