ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამართვის ფორმატი და თარიღები ცნობილია

როგორც მოსალოდნელი იყო,ევროპის საკლუბო ჩემპიონატები ‘საუკეთესო 8’ ფორმატით გაიმართება.

უეფამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები ლისაბონში გაიმართება.მინი ტურნირი 11 აგვისტოს დაიწყება და 12 დღის შემდეგ,23 აგვისტოს დასრულდება.

იქამდე კი მეორე წრის შეხვედრები,იუვენტუსი – ლიონი და ბარსელონა-ნაპოლი უნდა გაიმართოს 7 და 8 აგვისტოს.

ევროპა ლიგა კი გერმანიის ქალაქებში კელნში,დუისბურგში,დიუსელდორფსა და გელზენკირხენში გაიმართება.

ევროპა ლიგის მეორე წრის შეხვედრები 5-6 აგვისტოს,ხოლო ბოლო 8 გუნდის თამაშები 10-21 აგვისტოს გაიმართება.

ყველა გუნდს უფლება აქვს,რომ 3 ახალი ფეხბურთელი შეიყვანოს განაცხადში.მათ ასევე თამაშში 5 ცვლილების უფლებაც ექნებათ.

ევროპის სუპერ თასის შეხვედრა 24 სექტემბერს,ბუდაპეშტში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები 8 აგვისტოს დაიწყება და ერთ თამაშიანი ფორმატით ჩატარდება,პლეი ოფები კი კვლავ ჩვეული ფორმატით გაგრძელდება.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი კი 20 აგვისტოს დაიწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published.