Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ჩენგის უნდერი მარსელის ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, მარსელმა რომადან ჩენგის უნდერის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

თურქი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც რომა 1 მილიონს მიიღებს. მარსელს ფეხბურთელის 9 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება, თუმცა გარკვეული სპორტული მიღწევების შემთხვევაში ეს პუნქტი სავალდებულო გახდება.

უნდერის შემდეგ, მარსელში რომადან პაუ ლოპესიც გადაბარგდება, რომელიც ფრანგებს ასევე იჯარით შეუერთდება და მათი მაისურით 20 მატჩის ჩატარების შემთხვევაში, მარსელს კიპერის გამოსყიდვა 15 მილიონად მოუწევს.