Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ძანგრილო ჯენოას პრეზიდენტია

ჯენოამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ალბერტო ძანგრილოს სახით ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

გენუური გუნდი სულ ახლახანს ამერიკული კომპანია 777 Partners-ის მფლობელობაში გადავიდა და ყველაზე ძველი იტალიური გუნდის ახალმა მფლობელებმა ალბერტო ძანგრილო პრეზიდენტად დანიშნეს.

როსობლუმ რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან დავიდე ბალარდინი გაუშვა და მის ნაცვლად ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო მიიყვანა.