Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ფეხბურთელია

პსჟ-მ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯიჯო დონარუმა მომდევნო სეზონიდან პსჟ-ს ღირსებას დაიცავს.

ევროპის ჩემპიონატის MVP პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მან კონტრაქტი პსჟ-სთან 2026 წლის ზაფხულამდე რამდენიმე კვირის წინ გააფორმა და მხარეები ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ. მისი წლიური გასამრჯელო 10 მილიონი ევრო იქნება.