ოფიციალურად: ჯენოა სერია ა-დან გავარდა
ნაპოლისთან მარცხის შემდეგ, ჯენოა სერია ა-ს ოფიციალურად დაემშვიდობა.
იტალიური ფეხბურთის ყველაზე ძველი გუნდი სერია ა-ში დარჩენას 15 წლის განმავლობაში ახერხებდა, რაც მათ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერია იყო.
სერია ა-დან ჯენოასა და ვენეციას გავარდნა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, მესამე გუნდის ვინაობას კი სამპდორია, სალერნიტანა და კალიარი გაარკვევენ.