Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ჯენს პიტერ ჰაუგე მილანის ფეხბურთელია

როსონერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი მილანს ბოდო/გლიმტიდან ოფიციალურად შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

1999 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა გლიმტის შემადგენლობაში 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლის გატანა მოახერხა.

ჰაუგე მილანში 15-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.