Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ჰაუგე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

სან სიროზე გატარებული 1 სეზონის შემდეგ, მილანმა იენს პეტერ ჰაუგეს აინტრახტში ტრანსფერი გააოფიციალურა.

ნორვეგიელი ფეხბურთელი მილანში ბოდო/გლიმტიდან ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის დროს ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ, 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 24 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

ჰაუგე გერმანულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, რის შემდეგაც აინტრახტს მისი 12 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.