Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: SuperCoppa Italiana-ს გამართვის ადგილი და თარიღი ცნობილია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიის თასი ინტერსა და იუვენტუსს შორის მილანში, სან სიროზე, 12 იანვარს გაიმართება.

ფინანსური უპირატესობების გამო, გუნდებს აღნიშნული მატჩის გამართვა საუდის არაბეთში სურდათ, რის სანაცვლოდაც თითოეული მათგანი 3.5 მილიონ ევროს მიიღებდა, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და საუდის არაბეთს შორის სატელევიზიო უფლებებზე არსებული უთანხმოების გამო მატჩი იტალიაში გაიმართება.