Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: UEFA-მ იუვენტუსის, ბარსელონას და რეალის წინააღმდეგ გამოძება შეაჩერა

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერ ლიგის გამო იუვენტუსს, ბარსელონას და რეალს არანაირი სანქცია არ დაეკისრებათ.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება UEFA-ს მას შემდეგ მოუწია, რაც მადრიდის სასამართლოს შემდეგ აღნიშნული 3 გუნდის მხარეს შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრო დადგა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ UEFA-ს გუნდების დასჯისთვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

გამოძიების გაგრძელების შემთხვევაში, UEFA-ს აღნიშნული გუნდები ევროპული ტურნირებიდან უნდა მოეკვეთა, შემდგომში ბრალის ვერ დამტკიცების შემთხვევაში კი ორგანიზაციას მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევდათ, რაც გამოძიების შეჩერების მთავარი საბაბი გახდა.