Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: UEFA-მ სუპერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

მადრიდის სასამართლოს მოთხოვნის მიხედვით, UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერ ლიგის პროექტში მონაწილე გუნდების წინააღმდეგ დისციპლინარული გამოძიება შეჩერებულია.

იუვენტუსს, ბარსელონას და მადრიდის რეალს UEFA-ს ტურნირებიდან მოკვეთა აღარ ემუქრებათ, დანარჩენ 9 გუნდს კი, რომლებმაც პროექტი უკვე დატოვეს, დაანონსებული ფულადი ჯარიმები აღარ დაეკისრებათ.

აღნიშნული განცხადების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ სუპერ ლიგის შექმნა ახლო მომავალში კვლავ მოსალოდნელია და ამ პროცესს UEFA ხელს მხოლოდ რეფორმებით თუ შეუშლის…