Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურა: ბაიერნმა პერიშიჩის გამოსყიდვაზე უარი თქვა

ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ ივან პერიშიჩის გამოსყიდვა გადაიფიქრეს და ხორვატი ფეხბურთელი ინტერს უბრუნდება.

ინტერი 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, რისი გადახდაც გერმანელებმა არ ისურვეს.

პერიშიჩმა გასულ სეზონში ბაიერნის მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბუნდესლიგის და ჩემპიონთა ლიგის თასების მოგება მოახერხა. მის ანგარიშზე 8 გოლთან ერთად 10 საგოლე გადაცემა იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published.