Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურა: მადრიდის რეალი ინტერს სანტიაგო ბერნაბეუზე არ მიიღებს

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასამართ საშინაო მატჩებს არა სანტიაგო ბერნაბეუზე, არამედ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გამართავს.

ნერაძური ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მადრიდის რეალთან, შახტართან და ბორუსია გლადბახთან ერთად მოხვდა, თუმცა სამეფო კლუბი სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ვერც ერთი მათგანის მიღებას ვერ მოახერხებს.