Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურა: ნაპოლიმ იზოლაციის პერიოდი დაასრულა

ნაპოლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ პარტენოპეის რიგებში კორონა ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა და ფეხბურთელებს საშუალება მიეცათ, რომ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ნაპოლიმ ფეხბურთელები იზოლაციაში გასულ კვირას გადაიყვანა, როდესაც ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ნეაპოლში გუნდს ტურინში გამგზავრების საშუალება არ მისცეს.