Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურა: სერია ა 22 აგვისტოს დაიწყება

გუშინ სერია ა-ს წარმომადგენლებს შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ სერია ა-ს 2021-22 წლების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება, საშობაო პაუზა კი 23 დეკემბრიდან 6 იანვარმდე გასტანს.

ამის გარდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ Coppa Italia-ს ფორმატი ისევ შეიცვალოს და ტურნირზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 40-მდე შემცირდეს.

კოპა იტალიაზე მონაწილეობას მხოლოდ სერია ა-ს და სერია ბ-ს გუნდები მიიღებენ და სერია ც-ს და დ-ს გუნდებს მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ ექნებათ. ტურნირი 15 აგვისტოს დაიწყება.