Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიცუალურად: დე როსის აძურის რიგებში ახალი როლი ექნება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რომას ლეგენდარული ფეხბურთელი დანიელე დე როსი იტალიის ნაკრებში ახალ პოზიციაზე იმუშავებს.

დე როსი აქამდე რობერტო მანჩინის სტაფში მუშაობდა, თუმცა დღეიდან ის იტალიის ნაკრების ახალგაზრდული გუნდის ტექნიკური მწვრთნელი გახდება.

დე როსიმ Coverciano-ს სამწვრთნელო ბაზაზე UEFA-ს A კატეგორიის ლიცენზია ახლახანს აიღო და ის ალესანდრო დელ პიეროსთან ერთად საუკეთესო კურსდამთავრებული გახლდათ.

აძურის ტექნიკურ მწვრთნელად მუშაობა მას საშუალებას მისცემს, რომ უახლოეს მომავალში PRO ლიცენზიის აღებაზე შეიტანოს განაცხადი, რაც მას სერია ა-ს და სხვა უმაღლესი ჩემპიონატების გუნდების გაწვრთნის საშუალებას მისცემს.