Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პაგანინი:“ ინტერმა არა ჰაკიმი, არამედ ლაუტარო უნდა გაუშვას“

ინტერის ყოფილი მცველის ანტონიო პაგანინის აზრით, ინტერმა არა აშრაფ ჰაკიმი, არამედ ლაუტარო მარტინესი უნდა გაასხვისოს.

„ანტონიო კონტემ ინტერში შესანიშნავი შემადგენლობის შეკვრა მოახერხა და ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსური სიტუაციის გამო გუნდს ერთ-ერთი ვარსკვლავის გაყიდვა უწევს, რადგან სკუდეტოს შემდეგ მათ ბრძლა ევროპაშიც შეეძლოთ.

„ჩემი აზრით, ინტერმა ჰაკიმი არ უნდა გაყიდოს. აშრაფი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მისნაირი ფეხბურთელები ბევრნი არ არიან, ამიტომ თუ ინტერმა არჩევანი მასსა და ლაუტაროს შორის უნდა გააკეთოს, მე ნერაძურის არგენტინელის გაყიდვას ვურჩევდი.“