Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პავანი:“ მედიის მხრიდან იუვენტუსზე ზეწოლა წარმოუდგენლად დიდია”

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო პავანიმ იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.

„მედიის მხრიდან არსებული ზეწოლა იუვენტუსის მიმართ უბრალოდ წარმოუდგენელია. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება გასულ წლებში მილანის, ინტერის და სხვა გუნდების წინააღმდეგაც მიმდინარეობდა, თუმცა ასეთი ქაოსი არც ერთ მათგანს არ მოჰყოლია.

„ჯერჯერობით არ არსებობს იმის თქმის არანაირი საფუძველი, რომ გამოძიებამ რაიმე სახის დანაშაული იპოვნა, ამიტომ მედიაში არსებული ქაოსი მიუღებელია.“