Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაკეტას ლიონის სახით ერთადერთი მსურველი ჰყავს

როსონერი ლუკას პაკეტას გაყიდვას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ბრაზილიელის მიმართ სერიოზული ინტერესი არავის გამოუთქვამს.

პაკეტა მილანს ფლამენგოდან 2019 წლის იანვარში, 38.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა.

მის ანგარიშზე მილანის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

პაკეტას მილანთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიავოლოს მისი გაყიდვა და მიღებული თანხით სხვა ტრანსფერის განხორციელება სურს, როგორიც ტიემუ ბაკაიოკო ან ბუბაკარი სუმარეა, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი მხოლოდ ერთმა გუნდმა, ლიონის ოლიმპიკმა დააფიქსირა, მაგრამ კონკრეტული წინადადებით ჯერ არც მათ არ მიუმართავთ.

Sky Sport Italia-ს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგები მილანს პაკეტას სანაცვლოდ უახლოეს დღეებში 23 მილიონ ევროს შესთავაზებენ და მილანს მისი გაყიდვა სწორედ ამ ფასად მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.