Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაკეტას მომავალი მილანში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

ლუკას პაკეტას მილანური კარიერა წარმატებულად ნამდვილად არ აეწყო და მისი გუნდიდან წასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება.

როსონერიმ მის სანაცვლოდ 2019 წლის იანვარში 38.5 მილიონი ევრო გადაიხადეს,თუმცა ფეხბურთელმა ვერც მარკო ჯამპაოლოს გუნდში მონახა თავისი ადგილი და სტეფანო პიოლის ძირითად XI ვხედავთ ხშირად.

იმის მიუხედავად,რომ ფეხბურთელმა მილანში დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირა, გუნდი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და Tuttosport-ის ინფორმაციით,როსონერი ბრაზილიელ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ შეელევა და არც ისაა გამორიცხული,რომ გუნდმა ის რომელიმე ფეხბურთელის ტრანსფერში გამოიყენოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.