Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაკეტას მსურველები ესპანეთშიც გამოუჩნდა

მილანი ლუკას პაკეტას გაყიდვას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, თუმცა ლუკას პაკეტას გაფორმების სურვილი ლიონის შემდეგ კიდევ ორმა გუნდმა დააფიქსირა.

ვალენსია და რეალ ბეტისი როსონერის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და პაკეტას ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავათ.

როსონერი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვას 22-23 მილიონ ევროდ გეგმავს და ჯერჯერობით ყველაზე რეალური კანდიდატი ლიონია, თუმცა ფრანგული გუნდი ტრანსფერის განხორციელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ბარსელონა დეპაის სანაცვლოდ მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.