Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაკეტას მსურველი საფრანგეთში გამოუჩნდა?

SportItalia-ს ინფორმაციით, ლუკას პაკეტას შეძენის სურვილი ლიგა 1-ის ბინადარმა ლიონმა გამოთქვა.

23 წლის ფეხბურთელი მილანში 2019 წლის იანვარში, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მისი კარიერა იტალიაში კარგად არ წავიდა და გუნდი მის გაყიდვას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს, თუმცა უშედეგოდ…

ლიონი მზად არის, ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყოს, თუმცა ფაქტი, რომ მისი შეძენის სურვილი მხოლოდ ფრანგულმა გუნდმა გამოთქვა, მილანს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან მილანს ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონი სურდა, კონკურენტების არ ყოლის შემთხვევაში კი ამ თანხის გადახდას არავინ დააპირებს…

Leave a Reply

Your email address will not be published.