Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პაკეტა ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა…

ლუკას პაკეტას მილანიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტეფანო პიოლი ბრაზილიელ ფეხბურთელს შემროკ როვერსთან გასამართი მატჩის 20-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანდა…

ჯერჯერობით უცნობია, ეს მის რომელიმე გუნდში ტრანსფერთან არის დაკავშირებული, თუ პიოლიმ უბრალოდ აგრძნობინა, რომ ის მილანის გეგმებში აღარ შედის, თუმცა ასეა თუ ისე, ბრაზილიელი ფეხბურთელის დღეები მილანში დათვლილია…

ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი ლიონმა, ვალენსიამ და რეალ ბეტისმა გამოთქვეს, თუმცა მილანის მიერ მოთხოვნილი 22-23 მილიონი ევროს გადახდას ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ აპირებს.

მილანის განაცხადი ხვალინდელ მატჩში:

GOALKEEPERS

A. Donnarumma, G. Donnarumma, Tătărușanu.

DEFENDERS

Calabria, Duarte, Gabbia, Hernández, Kjær, Laxalt.

MIDFIELDERS

Bennacer, Çalhanoğlu, Díaz, Kessie, Krunić, Saelemaekers, Tonali.

ATTACKERS

Castillejo, Colombo, Ibrahimović, Maldini.

Leave a Reply

Your email address will not be published.